დავით კირკიტაძე შიმშილობს
ორშაბათი, 17 დეკემბერი, 2018 - 21:40

დავით კირკიტაძემ შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა გაავრცელა.

მან დაცვის ქვეშ მყოფი დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა. ბრალის საბოლოო ფორმულირება ჯერ უცნობია,თუმცა, სავარაუდოდ, დავით კირკიტაძეს ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პრიმა მუხლით წაუყენებენ.

ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, რომ დავით კირკიტაძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

"ამ მუხლის სამართლებრივი შინაარსი სამართლებრივად შეუთავსებელია, "- განაცხადა კირკიტაძის ადვოკატმა.

"არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. აბსურდულია სამართლებრივი თვალსაზრისით მისი გადმოცემით აღნიშნული ბრალდება,"- აღნიშნა გიორგი კონდახაშვილმა.

მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი