რას დაპირდა გახარია პოლიცილებს
, 16 დეკემბერი, 2018 - 20:11

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ველისციხეში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

"რამდენიმე ალტერნატიული გზა იყო შეთავაზებული. თუმცა, როგორც ჩანს ზოგიერთებს თავიანთი გეგმა ჰქონდათ, რომელსაც მიჰყვნენ. პირველი რიგში მინდა ბოდიში მოვუხადო თითოეულ პოლიციელს და მადლობა ვუთხრა მათ იმის გამო, რის თმენაც მათ დღეს მოუწიათ. მე ვპირდები მათ, რომ ხვალიდან თითოეულ პროვოკაციას სამართლებრივი შეფასება მოჰყვება."- აღნიშნა ქვეყნის პირველმა სამართალდამცველმა გურჯაანში,

სოფელ ველისციხესთან, სამართალდამცველებს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი ჰქონდათოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.ადგილზე ვითარება რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა.

მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი