ელისაბედ მეორის მილოცვა სალომე ზურაბიშვილს-რა წერია ლონდონიდან გამოგზავნილ წერილში
, 16 დეკემბერი, 2018 - 13:24

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციას ულოცავს.

ოფიციალური ლონდონიდან თბილისში წერილი გამოიგზავნა.

"მინდა გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტად ინაუგურაცია და ჩემი საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ თქვენ და ქართველ ხალხს. მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული შესანიშნავ ურთიერთობათა გაგრძელებას,"- ნათქვამია დედოფლის წერილში.

თელავში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში , 15:00 საათზე დაიწყება .

მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი