რა ცვლილებებს ითვალისწინებს ახალი კონსტიტუცია
, 16 დეკემბერი, 2018 - 12:07

საქართველოში მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება.

ახალი კონსტიტუციით საქართველო არის სოციალურ-სამართლებრივი სახელმწიფო. კონსტიტუციის მიხედვით, 2020 წლისთვის შენარჩუნებული იქნება მაჟორიტარული სისტემა, თუმცა პოლიტიკურ პარტიებს საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკებად გაერთიანების საშუალება ექნებათ.

საქართველო პროპორციულ სისტემაზე 2024 წლიდან გადავა. 2019 წლის იანვრიდან პარლამენტი თბილისში სრულად დაბრუნდება. 2023 წლიდან საქართველოში პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

ახალი კონსტიტუციის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. ასევე ახალი კონსტიტუციით განისაზღვრა ქორწინების დეფინიციაც და ნათქვამია, რომ ქორწინება არის ქალისა და კაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. საკანონმდებლო ორგანოში ძირითადი საკონსტიტუციო ცვლილებები 2017 წლის 26 სექტემბერს დამტკიცდა, რომელსაც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო.

მმართველმა გუნდმა ვეტო დაძლია და კონსტიტუციური პროექტი 117 მომხრე ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი