თაჯ-მაჰალში შესვლის საფასური ხუთჯერ გაიზარდა
, 16 დეკემბერი, 2018 - 00:00

ინდოეთის ხელისუფლებამ თაჯ-მაჰალში შესვლის საფასური ხუთჯერ გაზარდა. The Telegraph-ის ცნობით, ბილეთის ფასი 50 რუპიადან (0,7 დოლარი)  250 რუპიამდე (3,48 დოლარი) გაიზრდება.

„ეს ღონისძიება საშუალებას მოგვცემს, რომ მნახველების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდეს და შემოსული თანხა თაჯ-მაჰალის შენახვას მოხმარდეს“, - აცხადებენ ტაძრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 

ტაძარი ვიზიტორების სიმრავლის გამო ზიანდება, ცოტა ხნის წინ ინდოეთის უზენაესმა სასამართლო ხელისუფლებას ტაძრის დახურვის გადაწყვეტილებით დაემუქრა.

თაჯ-მაჰალი XVII საუკუნეშია აშენებული იმპერატორ შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით, თაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის (ცნობილი როგორც მუმთაზ მაჰალი), მავზოლეუმი.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი