საჰარას უდაბნოში არქეოლოგებმა უძველესი სამარხი აღმოაჩინეს
შაბათი, 15 დეკემბერი, 2018 - 23:56

საჰარას უდაბნოში არქეოლოგებმა უძველესი სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც პირვანდელი სახით იყო შენარჩუნებული. მეცნიერების ვარაუდით, სამარხი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4 400 წლის წინანდელია. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

მკვლევარების თქმით, სამარხი ფარაონების მეხუთე დინასტიის ერთ-ერთ წევრს ეკუთვნოდა. ხსენებული დინასტია 4400 წლის წინ მართავდა ეგვიპტეს.

არტეფაქტი არქოლოგებმა 2018 წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენად შეაფასეს. სამარხი არ იყო გაძარცვული და კედლების მხატვრობა სრულად იყო შენარჩუნებული. მეცნიერები სამარხის კვლევას აგრძელებენ.

წყარო

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი