პარლამენტარებს სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენისთვის უფლებამოსილება შეუწყდებათ
ხუთშაბათი, 13 დეკემბერი, 2018 - 23:01

პარლამენტის სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენის შემთხვევაში დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყდებათ. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტმა ახალი რეგლამენტი მიიღო,რომელიც ეთიკის და გაცდენების პრობლემას შეეხება. " თუ დეპუტატი არ ესწრება სხდომების ნახევარზე მეტს, მას შეუწყდება უფლებამოსილება. როგორც მოგეხსენებათ, გასული სესიების განმავლობაში არის რამდენიმე დეპუტატი, რომელიც არ დაესწრო სხდომების ნახევრაზე მეტს, აქედან გამომდინარე, მომავალში ეს გახდება უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, თუ მომავალში განმეორდება ასეთი რამ. გარდა ამისა, რეგისტრაციასთან დაკავშირებით ამოქმედდება კონკრეტული სანქციები", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ამ განცხადებით კობახიძე 2019 წლის სახელმწიფოს ბიუჯეტის დამტკიცებას გამოეხმაურა. მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი