სალომე ზურაბიშვილის პასუხი კარასინს
ხუთშაბათი, 13 დეკემბერი, 2018 - 22:13

სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას უპასუხა. კარასინმა დღეს თავის განცხადებაში,საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ მტრული რიტორიკის შემცირების იმედი გამოთქვა საპასუხოდ, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა ,რომ ის რუსეთისგან ელოდება საქართველოსადმი და ოკუპირებული ტერიტორიებისადმი მტრული რიტორიკის შეცვლას. "მე, როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, ველოდები, შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება საქართველოს, ოკუპირებული ტერიტორიებისადმი", - განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი