სარკინიგზო კატასტროფა თურქეთში მსხვერპლით დასრულდა
ხუთშაბათი, 13 დეკემბერი, 2018 - 11:46

თურქეთში ,ანკარიდან ქალაქ კონიას მიმართულებით მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი რკინიგზის გადასასვლელ ხიდს შეეჯახა,რის გამოც რამდენიმე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა. თურქული მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 7 და დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი. ტრაგედიის ადგილზე სამაშველო სამსახურები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობენ. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია თურქეთში საქართველოს საელჩოში უკვე მოქმედებს ცხელი ხაზი.მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შესულა

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი