ჯეიმს აპატურაი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
ოთხშაბათი, 12 დეკემბერი, 2018 - 17:30

ჯეიმს აპატურაი თბილისში ჩამოვიდა. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი
სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.  მათ  ევროატლანტკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაზე იმსჯელეს.

„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა. ჩემთვის დიდი პატივი იყო არჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრა. ჩვენ ნატო-საქართველოს ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ.  რა თქმა უნდა, ნატო სრულად დაუჭერს მხარს ამ პრიორიტეტებს. ნატო მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას, ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებს, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ იმაზე, თუ როგორ განვახორციელოთ ქართველი ხალხის ნება, რაც ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. “, -აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

კომენტარი გააკეთა ზურაბიშვილმაც:
"ჩვენი საუბარი შეეხო საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობას, ასევე გამოწვევებს ესენია: ტერიტორიული მთლიანობა, კონფლიქტები, საოკუპაციო ხაზი და ჩვენი მოსახლეობისთვის უსაფრთხოების გაზრდა. ასევე, საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოებას, რომელიც დღეს ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად დგას ევროპისა და ნატო-სთვის. ეს ასევე, არის ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი პრობლემაც"-განაცხადა ზურაბიშვილმა

 "მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს ცნობილი, როგორც არა მხოლოდ ქვეყანა, რომელსაც პარტნიორების დახმარება სჭირდება, არამედ როგორც ქვეყანა, რომელსაც თვითონაც შეაქვს თავისი წვლილი საერთაშორისო მშვიდობაში,"- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 ზურაბიშვილთან შეხვედრამდე ჯეიმს აპატურაი  მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა.
     
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი