თავდასხმა სტრასბურგში-დაშავებულების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს
ოთხშაბათი, 12 დეკემბერი, 2018 - 12:08

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 3 და დაშავებულია 12 ადამიანი. არ არის გამორიცხული მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს, რადგან 7 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. თავდასხმა ქალაქის საშობაო ბაზრობასთან ახლოს მოხდა. ახლაგაზრდა მამაკაცმა გამვლელებს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნა. ის დაიჭრა,თუმცა მიმალვა შეძლო. სამართალდამცველების ინფორმაციით, მსროლელის ვინაობა ცნობილია. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საქართველოს წარმომადგენლობა სტრასბურგში მყოფ პირებს აფრთხილებს,რომ ქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. სტრასბურგის ცენტში ინციდნეტის დროს საქართველოს 20-მდე მოქალაქ იმყოფებოდა.მათ ტერიტორიიდან გამოსვლა მშვიდობიანად შეძლეს.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი