დედაქალაქში ახალი საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო
სამშაბათი, 11 დეკემბერი, 2018 - 23:00

 

„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების მორთვა დაიწყო. ახალი საახალწლო განათებები რუსთაველის, თამარაშვილის, ჩოლოყაშვილის გამზირებზე, ასევე, კოსტავას, ბარათაშვილისა და მელიქიშვილის ქუჩებზე დამონტაჟდება.

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. 

„რუსთაველის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. აღნიშნული ტერიტორია სრულად განახლდება - დამონტაჟდება ახალი განათებები და მგონია, რომ მოსახლეობა კმაყოფილი დარჩებადასრულებული სამუშაოების ნახვა უკვე რამდენიმე დღეში იქნება შესაძლებელი, თუმცა ვფიქრობ, განათება საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვა. დედაქალაქის მოსახლეობას ვპირდებით, რომ საახალწლო განწყობას შევუქმნი“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დღემდე, „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს თბილისის გარეუბნებში ახორციელებდა. აღნიშნულ უბნებში უკვე არსებული სანათი მოწყობილობები დამონტაჟდა, რომლებიც გასულ წელს, ცენტრალურ რაიონებში იყო განთავსებული. 

რუსთაველის, თამარაშვილი-ჩოლოყაშვილის გამზირებზე, ასევე, ბარათაშვილის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებზე ფლეშ სტრინგებთან ერთად, ანგელოზი 3Dდასადგმელი, ფარდა და სხვა სახის დეკორაციები დამონტაჟდება. რაც შეეხება თავისუფლების მოედანზე არსებულ წმინდა გიორგის მონუმენტს, ის წელსაც განათებებით მოირთვება, რომელსაც ანგელოზი 2D დეკორაცია და ფლეშ სტრინგები დაემატება. 

სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 6 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი