პოროშენკომ რუსეთთან მეგობრობის შესახებ დადებული შეთნხნება გაწყვიტა
ორშაბათი, 10 დეკემბერი, 2018 - 23:42

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2019 წლის 1 აპრილიდან რუსეთთან მეგობრობის შესახებ დადებული შეთანხმების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

უმაღლესმა რადამ რუსეთთან მეგობრობის გაწყვეტის შესახებ კანონპროექტი 6 დეკემბერს მიიღო. დოკუმენტს მხარი 277-მა დეპუტატმა დაუჭირა. საჭირო კი 226 ხმა იყო.

რუსეთისა და უკრაინის თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტის გაუქმება კიევში სექტემბერში გადაწყდა. უკრაინასა და რუსეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის დოკუმენტი 1999 წელს გაფორმდა.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი