სწავლება "დიდგორი 2018" დაიწყო
ორშაბათი, 10 დეკემბერი, 2018 - 17:32

კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივ ცენტრში, უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2018“ დაიწყო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სწავლების მონაწილეებს საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიმართეს. „დიდგორი 2018“-ის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ სწავლების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგზე სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„დიდგორი 2018“ ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სამეთაურო-საშტაბო სწავლება კომპიუტერული სიმულაციური სისტემების მხარდაჭერით განხორციელდება. სწავლება „დიდგორი 2018“ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC), მთავრობის კანცელარიასა და სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი