თეატრალური პრემია „დურუჯი“ 2018-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
პარასკევი, 07 დეკემბერი, 2018 - 23:19

„დურუჯი“ 2018-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. თატრალური პრემიის საუკეთესო რეჟისორის პრიზი წილად ელენე მაცხონაშვილს - სპექტაკლისთვის „წერილი ჯერალდინას“ ერგო. წარმოდგენაზე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა იმუშავა. 

კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი თორნიკე გოგრიჭიანს სპექტაკლში 'მარიონეტების ცხოვრებიდან" გათამაშებული როლისთვის ერგო. რაც შეეხება ქალების კატეგორიას, აქ მთავარი პრიზიორი მეგი კობალაძე სპექტაკლში „სიყვარულის ფორმულა, ანუ დონ ჟუანი“.შესრულებული როლისთვის გახდა. 

თეატრალური პრემია „დურუჯი“ 2018-ზე საუკეთესო თანამედროვე ქართულ პიესად ლაშა ბუღაძის „ნავიგატორი“ დასახელდა. საუკეთესო სცენოგრაფიისთვის კი პრიზი სერგეი შივცმა სპექტაკლისთვის "ანტიგონე"  მიიღო. 

თეატრალური პრემია „დურუჯი“ 10 წლისაა. 

 

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი