მომღერალი ლადო ჯანელიძე ქართულ შოუ-ბიზნესს უბრუნდება
პარასკევი, 07 დეკემბერი, 2018 - 16:21

მომღერალი და მსახიობი ლადო ჯანელიძე ხანგძლივი პაუზის შემდეგ, ქართულ შოუ-ბიზნესს უბრუნდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, “რესპუბლიკაში” მისი ახალი სიმღერისა და კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.

"სიმღერის სახელწოდება „გამიღიმე“ გახლავთ, რომლის ტექსტი სიყვარულზეა,კლიპისთვის გადასაღები გარემოც შესაბამისი შეირჩა. შეფასება მაყურებლისთვის მიგვინდია. აქვე მინდა დავაანონსო, რომ ის კიდევ ერთ კლიპზე მუშაობს და მალე საზოგადოების წინაშე კიდევ ერთი ახალი კლიპით წარსდგება" - განაცხადა ღონისძიების ერთერთმა ორგანიზატორმა და წამყვანმა ნანუკა ქოქიაშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მუსიკალური ბომონდის წარმომადგენლები რომელბიც ნიჭიერ მომღერალს მუსიკალურ სივრცეში დაბრუნებას ულოცავდნენ.

პრეზენტაცია ’’ახალგაზრდობის საერთაშორისო ჯგუფის’’ ორგანიზებით განხორციელდა.

 

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი