ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებმა დღეს ჯამში 60 საჩივარი დაწერეს
ოთხშაბათი, 28 ნოემბერი, 2018 - 22:32

“კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში წარიმართა, თუმცა, დაფიქსირდა  არსებითი დარღვევები და სხვა მნიშვნელოვანი ტენდენციები: სავარაუდო გაყალბების, ამომრჩევლის მოსყიდვისა და მუქარის ფაქტები; არჩევნების ძირითადი პრინციპების – ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ცალკეული შემთხვევები და ამომრჩევლის ნების კონტროლის ფაქტები. ასევე, ცალკეულ უბნებზე ადგილი ჰქონდა საიას დამკვირვებლებისათვის უფლებების შეზღუდვას”, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საიას დამკვირვებლების მიერ სულ დაიწერა 60 საჩივარი, ამათგან, 31 საჩივარი – უბანზე, ხოლო 29 საჩივარი ოლქში. ასევე, დაფიქსირდა 30 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი