"აუცილებლად დაველოდებით საბოლოო შედეგებს"
ოთხშაბათი, 28 ნოემბერი, 2018 - 20:30

"აუცილებლად დაველოდებით საბოლოო შედეგებს, რადგან ამომრჩევლის უზარმაზარი რაოდენობა 17:00 საათის შემდეგ მივიდა“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის განცხადებით, ის პატივს სცემს „რუსთავი 2 -ის“ ეგზიტპოლის ჩამტარებელ კომპანიას, თუმცა მნიშვნელოვანია ცესკოს საბოლოო მონაცემების მოსმენა.

"უღრმეს პატივს ვუდასტურებთ "რუსთავი 2"- სა და "ედისონ რისერჩს", მაგრამ დაველოდებით საბოლოო შედეგებს, რადგან ამომრჩევლის უზარმაზარი რაოდენობა მივიდა არჩევნებზე ზუსტად 17:00 საათის შემდეგ. ასეთი "არჩევნები" საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ვისი მობილიზაციაც ხელისუფლებას შეეძლო, ყველას მობილიზაცია, მოსყიდვა მოხდა. ყველა კრიმინალი, კორუფციონერი, ნარკომანი საქმეში იყო ჩართული", - განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი