საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა
ოთხშაბათი, 28 ნოემბერი, 2018 - 20:00

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა. რაც შეეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, მათ ხმის მიცემის უფლება ღამის 12 საათამდე აქვთ.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 2 კანდიდატი მონაწილეობდა. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

დღეს საქართველომ 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით საქართველოს პრეზიდენტი ბოლოჯერ აირჩია.

პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი