ევგენი უსტინოვი ქართველ საზოგადოებას, რუსულენოვანი ინტერნეტ პორტალის Sputnik-Georgia-ს დაბლოკვისკენ მოუწოდებს
სამშაბათი, 27 ნოემბერი, 2018 - 17:09

რუსთავის ავტობაზრობის დირექტორი ევგენი უსტინოვი ქართველ საზოგადოებას, რუსულენოვანი ინტერნეტ პორტალის Sputnik-Georgia-ს დაბლოკვისკენ მოუწოდებს.

როგორც უსტინოვი წერს, აღნიშნული საიტი საქართველოში რუსულ პროპაგანდას ახორციელებს.

„კითხვა მაქვს ყველა იმ ადამიანთან, რომელსაც აღნიშნული გვერდი Sputnik-Georgia.ru აქვს გამოწერილი. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ აღნიშნული არხი კრემლის კიდევ ერთი პროპაგანდისტული პროექტია საქართველოში, რომლის მიზანიც იმათი ტვინების გამორეცხვაა, ვისაც რუსული ენა ესმის, ქართული საზოგადოების შიდაგანხეთქილებისთვის. ხერხი მარტივია, საიტი აქვეყნებს თითქოს უწყინას მასალებს, რომელსაც მოსკოვთან და კრემლთან არანაირი საერთო არააქვს, თუმცა ყოველ მათგან აქვს სპეციალური გრაფა - „новости партнёров“, სადაც გამოქვეყნებული მასალები რუსული დეზინფორმაციაა. როგორ უნდა მოვიქცეთ? - პასუხი მარტივია. ვაუქმებთ გამოწერას, ვშლით ინფორმაციის ზოლიდან და ვადებთ ბანს“, - წერს უკრაინის მოქალაქე უსტინოვი და თან შესაბამის ფოტოებს აქვეყნებს.

 

წყარო

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი