"ბორჯღალოსნებმა" ტონგას ნაკრები დაამარცხეს
შაბათი, 24 ნოემბერი, 2018 - 20:00

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წლის ბოლო ტესტ-მატჩი ტონგას წინააღმდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართა. თამაში დამაჯერებელი ანგარიშით 20:9 საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

ბოლო წამებზე მასპინძლები მეტოქის ოცდაორმეტრიან ზონაში დამკვიდრდნენ და მრავალფაზიანი შეტევა ზურაბ ჟვანიას ლელოთი დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მატჩი 'ბორჯღალოსნებმა" გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში გამართეს.

ფოტო

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი