ძლიერმა წვიმამ ბათუმში სახლები დატბორა
ხუთშაბათი, 22 ნოემბერი, 2018 - 23:05

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში, დემეტრე თავდადებული ქუჩაზე, რამდენიმე სახლის პირველი სართული დაიტბორა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ადგილობრივების განცხადებით, წყალი მატ სახლებში წელს უკვე მესამედ შევიდა, რაც მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემის გამო ხდება.

ადგილზე დაწყებულია ამოტუმბვითი სამუშაოები. მეხანძრე-მასველებმა ასევე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს ის მოქალაქეები, რომლებიც გზის სავალ ნაწილზე ავტომანქანით ვერ გადაადგილდებოდნენ.

ვითარებას აჭარის მთავრობის ხელმძღვანელიც გაეცნო.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის და ამის შემდეგ მოხდება დაზარელებულთა კომპენსაცია.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი