საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება
ოთხშაბათი, 14 ნოემბერი, 2018 - 21:55

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ ცესკოს სხდომაზე მიიღეს. ცესკოს ინიციატივით, საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში კენჭისყრის დრო  ღამის 12 საათამდე გაგრძელდება.

7 ნოემბერს ცესკომ განაცხადა, რომ კანონდარღვევა არ იქნებოდა, თუ მეორე ტური სამუშაო დღეს ჩატარდებოდა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. 

ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების - 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი