CNN-ი დონალდ ტრამპს სასამართლოში უჩივის
სამშაბათი, 13 ნოემბერი, 2018 - 22:41

CNN-ის ხელმძღვანელობამ აშშ-ის პრეზიდენტის და თეთრი სახლის რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანიამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი CNN-ის ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის გაუქმება გახდა. ლაპარაკია ჯიმ აკოსტაზე, რომლის უკმაყოფილებაც ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკამ და მიგრანტების ქარავანის მიმართ დამოკიდებულებამ გამოიწვია. 

ტელეკომპანია ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის სასწრაფოთ აღდგენას ითხოვს. ტრამპის გარდა მოპასუხე კიდევ 5 ადამიანია, მათ შორისაა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი და პრესმდივანი.

აკოსტას აკრედიტაცია 7 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრესკონფერენციის შემდეგ გაუუქმეს. პრესკონფერენციაზე აკოსტამ ტრამპს რამდენჯერმე დაუსვა ერთი და იგივე შეკითხვა და მიკროფონი პრესმდივნის დამხმარე ახალგაზრდა ქალს არ დაუთმო. მოგვიანებით პრესმდივანმა სარა სანდერსმა თქვა, რომ ჟურნალისტმა მიკროფონის წართმევისას თანაშემწის მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენა.

ჟურნალისტს მხარდაჭერა გამოუცხადა ასევე პროფესიულმა ასოციაციამ, რომელმაც თეთრ სახლს მისთვის აკრედიტაციის დაბრუნება მოსთხოვა.

 

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი