მაკა ჩიჩუა ბრიჟიტ მაკრონის სახელით გამართულ ოფიციალურ სადილს დაესწრო
ორშაბათი, 12 ნოემბერი, 2018 - 10:00

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ბრიჟიტ მაკრონის სახელით გამართულ ოფიციალურ სადილს დაესწრო. ბრიჯიტ მაკრონმა მსოფლიო ლიდერების მეუღლეებთან ერთად ვერსალის სასახლეში სადილზე უმასპინძლა. ნფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„სწორედ ვერსალია ის ადგილი, სადაც 100 წლის წინ, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ერთა შორის მშვიდობისათვის შეთანხმება შეიქმნა“, - აღნიშნა მაკრონმა.

ოფიციალური სადილის შემდეგ მაკა ჩიჩუა ვერსალში ვენის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტს დაესწრო.

მანამდე პრეზიდენტი და პირველი ლედი მაკრონის სახელით გამართულ ვახშამს დაესწრნენ.. ასევე ტრიუმფალურ თაღთან პირველი მსოფლიო ომის დამთავრების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი