უკანალი ოკუპანტებს!
შაბათი, 10 ნოემბერი, 2018 - 18:05

პარტია „გირ­ჩის“ წარმომადგენლებმა სო­ფელ ატოც­ში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტეს.

აქციის მიმდინარეობისას, ზურაბ ჯაფარიძემ და რამდენიმე აქტივისტმა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად შარ­ვლე­ბი ჩა­ი­ხა­დეს და ოკუ­პანტს უკა­ნა­ლი და­ა­ნა­ხეს.

პროტესტის ამგვარი სახით გამოხატვის ინიციატორი, ზურაბ ჯაფარიძე იყო. მისი თქმით, ამგვარი ფორმით პროტესტის გამოხატვა მსოფლიო მედიის ყურადღებას მიიქცევს და​ოკუ­პანტ რუ­სეთს და­ა­ნა­ხებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მათი ად­გი­ლი არ არის.

საოკუპაციო ხაზთან შეკრებილები უკანონო ბორდერიზაციას, მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ. ადგილზე იმყოფებიან შსს-ს წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი