UNESCO-მ მოკლული ჟურნალისტების მონაცემთა ბაზა შექმნა
სამშაბათი, 06 ნოემბერი, 2018 - 22:40

მოკლული ჟურნალისტების საქმეებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიღება უკვე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. ამასთან, მათ გარკვეულ ოფიციალურ დოკუმენტებზე წვდომაც ექნებათ. აღნიშნულ ბაზაში განთავსდება 1993 წლის შემდეგ წარმოებული საქმეები. ინფორმაცია საინფორმაციო ბაზის შესახებ UNESCO-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

UNESCO-ს ჟურნალისტთა უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის ინფორმაციით, მსოფლიოში ყოველ ოთხ დღეში ერთი ჟურნალისტი იღუპება. სააგენტოს ბოლო სტატისტიკის მიხედვით, დამნაშავეების 89 პროცენტი დაუსჯელი რჩება.

ოფიციალური მონაცემებით, 1993 წლის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით 1 293 ჟურნალისტი მოკლეს. 

2018 წელს მსოფლიოში პროფესიული საქმიანობის შესრულებისას 56 ჟურნალისტი დაიღუპა. საგანგაშო სტატისტიკას საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორი საზღვრებს გარეშე"  აქვეყნებს. მიმდინარე წლის პირველი 9 თვის მაჩვენებელი უკვე აჭარბებს გასული მთელი წლის მაჩვენებელს. ანგარიშის მიხედვით, დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობით (13) ავღანეთი ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი