ტრამპის და პუტინის შეხვედრა მაკრონის თხოვნით გაუქმდა
სამშაბათი, 06 ნოემბერი, 2018 - 12:14

რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების ფართომასშტაბიანი შეხვედრა პარიზში ფრანგული მხარის თხოვნით გაუქმდა. ამის შესახებ გაზეთი "კომერსანტი" ევროპელ ინფორმირებულ ჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. 

რესპონდენტის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთ-ამერიკული შეხვედრის გაუქმება მოითხოვა, რათა ამას „არ გადაეფარა“ ღონისძიებები, რომელიც პირველი მსოფლიო ომის 100 წლის თავზე არის დაგეგმილი. 

23 ოქტომბერს რუსული მედია პუტინის თანაშემწეზე, იური უშაკოვზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთმანეთს 11 ნოემბერს, პარიზში, პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან 100 წლისთავისთვის დაგეგმილ ღონისძიებაზე შეხვდებიან ერთმანეთს.

2 ნოემბერს კი გავრცელდა ცნობა, რომ პუტინი და ტრამპი არგენტინაში დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდებიან. 

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი