"ქართული ოცნება" დღეიდან მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს იწყებს
ორშაბათი, 05 ნოემბერი, 2018 - 11:05

დღეიდან მმართველი პარტია მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს იწყებს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის „ქართულ ოცნებას“ სრული მობილიზაცია აქვს გამოცხადებული.

შესაბამისი გზავნილებით ამომრჩეველს შტაბების წევრები შეხვდებიან და როგორც პარტიაში ითქვა, დაიწყება ზრუნვა მათი პრობლემების, რაც შეიძლება, სწრაფად მოგვარებაზე. საორგანიზაციო საკითხებზე გუშინაც იმსჯელეს „ქართული ოცნების“ ოფისში, სადაც  შეხვედრას უმრავლესობის წევრები, პარტიის თავმჯდომარე და პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ესწრებოდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი