შავი ზღვის ფსკერზე მსოფლიოს უძველესი ხელუხლებელი გემი იპოვეს
სამშაბათი, 23 ოქტომბერი, 2018 - 15:26

არქეოლოგებმა შავი ზღვის ფსკერზე უძველესი ხელუხლებელი გემი იპოვეს, რომელიც დაახლოებით 2,400 წლისაა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

23-მეტრიანი გემი, არქეოლოგების აზრით, ბერძნულია. გემთან ერთად აღმოაჩინეს საჭე და ნიჩბოსნების სკამები. მკვლევრების თქმით, ჟანგბადის ნაკლებობამ საშუალება მისცა გემს არ დაშლილიყო. 

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ გემი სავაჭრო იყო, ისეთივე, როგორსაც კერამიკულ ვაზებზე ძველი ბერძნები ხატავდნენ. 

ამ აღმოჩენასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში ლონდონში კონფერენცია გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი