თბილისში 4-5 ნოემბერს წვიმა და ნისლია მოსალოდნელი
, 04 ნოემბერი, 2018 - 12:07

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4-5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში კი მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +17, +22, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +13, +18 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 4-5 ნოემბერს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემერატურა +14, +16 გრადუსამდე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი