კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევენ
პარასკევი, 02 ნოემბერი, 2018 - 22:46

პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს გაიწვევენ. ამის შესახებ ცნობილი  პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გახდა. განცხადება კი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა. 

ირაკლი კობახიძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად დღეს საპატრიარქოში იყო, სადაც საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში შეჩერებული იყო. საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ მარიხუანის მოხმარების შესახებ რეგულაციებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავდა.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი