რუსულმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან კავშირი გაწყვიტა
ორშაბათი, 15 ოქტომბერი, 2018 - 22:59

რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტა.

რუსული მედიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება სინოდის სხდომაზე მიიღეს.

11 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა, კიევის პატრიარქ ფილარეტის მიმართ ანათემა გაუქმებულად, ხოლო 1686 წელს მოსკოვის მიერ კიევის მიტროპოლიის ანექსია უკანონოდ გამოაცხადა. კიევის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის გადაცემის ოფიციალური პროცესი დაიწყო.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესაძლებლობას მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირება მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი