სალომე ზურაბიშვილი Edison Research-ის კვლევას არ ენდობა
სამშაბათი, 09 ოქტომბერი, 2018 - 00:07

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი Edison Research-ის სოციოლოგიურ კვლევას არ ენდობა. მან ამის შესახებ სიღნაღში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ზურაბიშვილი არჩევნების მეორე ტურს გამორიცხავს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვს.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვენდობი თუ არ ვენდობი კვლევებს, რომელიც ჯამში 110%-ს აფიქსირებს. ცოტა უცნაურია, მაგრამ ამასაც არა აქვს მნიშვნელობა. მთავარი ისაა, როგორ კვლევას დადებს საქართველოს მოსახლეობა 28 ოქტომბერს და მე ამისი იმედი მაქვს, მჯერა და მწამს. ვფიქრობ, მეორე ტური არ იქნება და არც ველოდები“ - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

კვლევა 25 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარდა. შედეგების მიხედვით, არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი