დავით ჭიჭინაძე „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდა
ორშაბათი, 08 ოქტომბერი, 2018 - 23:49

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე ფრაქცია "საქართველოს პატრიოტებს" შეუერთდა. ამის  შესახებ თავად დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძე მმართველი პარტიიდან 18 ივლისს გარიცხეს, მმართველი გუნდი კი 11 სექტემბერს დატოვა.

უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება არჩილ თალაკვაძემ და თამარ ჩუგოშვილმა მიიღეს.

უმრავლესობის წევრების განცხადებით, დავით ჭიჭინაძემ არაერთი საჯარო გააკეთა, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს. ამასთან, პარლამენტარმა რამდენიმე კრიტიკული განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიმართ.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი