სკრიპალების მოწამვლაში მეორე ბრალდებულის ნამდვილი ვინაობა დასახელდა
ორშაბათი, 08 ოქტომბერი, 2018 - 23:35

სკრიპალების მოწამვლაში მეორე ბრალდებულის, ალექსანდრე პეტროვის ნამდვილი სახელი და გვარი ალექსანდრე მიშკინია. ასეთია Bellingcat-სა დაThe Insider-ის ერთობლივი გამოძიების შედეგი.

მედიასაშუალებების ცნობით, მიშკინი, შეპიგას მსგავსად რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის განყოფილების („გრუ“) თანამშრომელია.

გავრცელებული ინფორმაციით, მიშკინმა სამხედრო აკადემიაში სამედიცინო განათლება მიიღო.

26 სექტემბერს Bellingcat-ის და The Insider-ის გამოძიების მესამე ნაწილის თანახმად ცნობილი გახდა, რომ სკრიპალების თავდასხმაში ბრალდებული რუსლან ბოშიროვის ნამდვილი სახელია ანატოლი ჩეპიგაა.

რუსეთის „გრუ"-ს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერიში ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით" მოწამლეს. სკრიპალები სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. სკრიპალის მოწამვლას თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი  დიპლომატიური დაპირისპირება მოჰყვა.

5 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ და სკოტლენდ იარდმა სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილების ვინაობა დაასახელა. დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ისინი რუსეთის სამხედრო დაზვერვაში მუშაობენ.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი