პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა
შაბათი, 14 ივლისი, 2018 - 23:36

განახლებული მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამა - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობას“ პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა. ახალ მთავრობას 101 მომხრე და 12 მოწინააღმდეგე ჰყავდა.

განახლებულ მთავრობაში სამი ახალი მინისტრია:

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი;
ფინანსთა მინისტრის პოსტზე - ივანე მაჭავარიანი;
ეკონომიკის მინისტრის პოსტზე - გიორგი ქობულია.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 12 ივლისს მცირე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები მესამე მოსმენით 5 ივლისს დაამტკიცა რომლის თანახმადაც, 14 სამინისტრო 11-მდე შემცირდა.

მამუკა ბახტაძე 14 ივნისს "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ მინისტრობის კანდიდატად დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ მინისტრის თანამდებობა 12 ივნისს დატოვა.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი