ბელგიამ მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა
შაბათი, 14 ივლისი, 2018 - 22:44

 

მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის ბელგიისა და ინგლისის ნაკრები იბრძოდნენ, ანგარიშით 2:0 კი ბელგიამ ინგლისი დაამარცხა.  ბელგიელებმა ანგარიში მატჩის მე-4 წუთზე გახსნეს, მისი ავტორი თომას მენიე იყო. მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე კი გამარჯვების გოლი ედენ აზარმა გაიტანა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მოსკოვში, "ლუჟნიკების" სტადიონზე 15 ივლისს გაიმართება, სადაც ერთამანეთს საფრანგეთისა და ხორვატიის ნაკრებები შეხვდებიან.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა რუსეთში 14 ივნისს დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი