„კანონი ყველასათვის იქნება კანონი და იდგება უფრო მაღლა ვიდრე მუნდირი!!!“
პარასკევი, 13 ივლისი, 2018 - 17:16

მომავალ კვირაში საქართველოს პარლამენტი მთავარი პროკურორის კანდიდატს აირჩევს.

მოგეხსენებათ 11 ივლისს, საპროკურორო საბჭომ ხმათა უმრავლესობით შალვა თადუმაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

იმავე დღეს გავრცელდა საპროკურორო საბჭოს გასაუბრების ჩანაწერი.

რას ფიქრობს შალვა თადუმაძე, როგორი უნდა იყოს უწყება რომლის ხელმძღვანელობაც მას მოუწევს, რა გამოწვევებია და რისი შეცვლა სურს.

„თავდაჯერებული პროკურორი! ღია უწყება და კანონის უზენაესობაზე დაყრდნობილი საქმიანობა!!“

იურისპუდენციიდან პროკურორობამდე გზა და სურვილები იმ უწყებისთვის რომელსაც წლების განმავლობაში უწევდა ოპონირებას.

თვალში მხვდება სასამართლოდან ქალაქის პროკურატურისკენ ფეხით მიმავალი პროკურორები - ემოციურად დაღლილი, დარბაზში ნამუშევარი, განმასხვავებელი ნიშნებით, როგორ უბრუნდებოდნენ სამუშაო ადგილს. მაშინ როდესაც ნებისმიერი საადვოკატო კომპანია,  არასამთავრობო ორგანიზაცია თუ სახელმწიფო სტრუქტურა სასამართლოში თავის წარმომადგენელს უზრუნველყოფს ტრანსპორტით“.

წლების განმავლობაში დამცველი და თუ პარლამენტი დაამტკიცებს, ეხლა უკვე, ქვეყნის მთავარი ბრალმდებელი მიიჩნევს, რომ „შეცდომებს უშვებს ის ვინც მუშაობს, ვინც არ მუშაობს მას არც არაფერი ეშლება!:“  და ჯერ კიდევ მთავარი პროკურორობის კანდიდატი საჯაროდ ამბობს, რომ თუ ვინმეს რამე შეეშალა, ესეიგი მასაც  შეეშალა, რადგან ყურადღება არ მიაქცია ან არაჯეროვნად განხორციელდა მენეჯმენტი. თუმცა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ყველა, მათ შორის თავადაც მზად არის აგოს   პასუხი.

„თუ არსებობს პროკურორის დანაშაული კანონის წინაშე აგებს პასუხს, მათ შორის მთავარი პროკურორიც!!!“

გასაუბრებაზე გაიჟღერა სურვილებმაც და ამ სურვილების რეალიზების მექანიზმმაც - „პროკურორი უნდა უყვარდეს 2 მილიონ 700 ათას საქართველოს მოქალაქეს მინუს 16 ათასი“

 

  • მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას რომ პროკურორი ხალხს არ უნდა უყვარდეს.

წელიწადში ხდება 16 ათასი დანაშაული და ქვეყანაში ცხოვრობს 2 მილიონ 700 ათასი ადამიანი. პროკურორი უნდა უყვარდეს 2 მილიონ 700 ათას მინუს 16 ათასი ადამიანს, ისიც თუ ის 16 ათასი ვერ აცნობიერებს რის გამო დაისაჯა.როდესაც ვსაუბრობთ, რომ პროკურორის უმაღლესი სტანდარტი არის, რომ სამართლიანად მოექცეს დამნაშავეს, პროკურორი ყველას უნდა უყვარდეს, რადგან ის უზრუნველყოფს 2 მილიონ 700 ათასი ადამიანის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას,  ხოლო 16 ათასი ადამიანის მიმართ კი იღებს სამართლიან გადაწყვეტილებას..“

იყო დაპირებებიც . . . „პროკურორებს ვპირდები რომ გააგრძელებენ მუშაობას ისე, როგორც მუშაობდნენ და პირობას ვდებ რომ პასუხისმგებლობას გავანაწილებ ყველაზე და მე ვიქნები მათი პოლიტიკური მხარდამჭერი იმ თამაშის წესების პირობებში რომელზეც ერთად შევთანხმდებით.“

მას მიაჩნია, რომ „ჯაჭვი უნდა მუშაობდეს ისე, რომ ყველა თანამშრომელს ჰქონდეს დაწინაურების შესაძლებლობა.. ყველა თანამშრომელს უნდა ჰქონდეს სოციალურ-მატერიალური გაზრდის შესაძლებლობა და სახელმწიფოს მინიმალურ დონეზე უნდა სჭირდებოდეს გარედან ახალი კადრების მიღება.“

სულ ორიოდე კვირაში საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი ეყოლება, მედიას კი საშუალება ექნება დააკვირდეს, თუ რამდენად აღსრულდება ის გეგმები, ხედვები და სურვილები რაც შალვა თადუმაძემ საპროკურორო საბჭოს გასაუბრების დროს წარუდგინა.

 

 

 

 

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი