გამოცდების ცენტრმა თავის ვებგვერდზე შემთხვევით სამომავლო ტესტირების პასუხები გამოაქვეყნა
ხუთშაბათი, 12 ივლისი, 2018 - 23:38

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა თავის ვებგვერდზე შემთხვევით სამაგისტრო გამოცდების სამომავლო ტესტირების პასუხები გამოაქვეყნა. ამის შესახებ On.ge წერს.

საუბარია მაგისტრატურის B და C ტესტის ტიპებზე, რომელიც 18-19 და 24-25 ივლისს უნდა ჩატარდეს. 11-12 ივლისს A ტესტის ტიპის გამოცდა ჩატარდა.

on.ge-ს ცნობით, ტესტების პასუხების სქრინები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ერთ-ერთი სტუდენტი წერს, რომ პასუხები გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი