შალვა თადუმაძის კანდიდატურა პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა
ხუთშაბათი, 12 ივლისი, 2018 - 23:30

მთავარი პროკურორის პოსტზე ასარჩევად შალვა თადუმაძის კანდიდატურა პარლამენტის ბიუროს ოფიციალურად წარედგინა. ბიურო ხვალინდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას თადუმაძის მოსმენისა და დამტკიცების გრაფიკთან დაკავშირებით. წინასწარი ინფორმაციით კი, ეს პროცედურა მომავალი კვირიდან დაიწყება. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

პარლამენტი მთავარ პროკურორს 6-წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტისთვის კანდიდატურის წარდგენიდან 3-კვირის ვადაში ირჩევს. რეგლამენტის თანახმად, მთავარი პროკურორობის კანდიდატს პლენარულ სხდომაზე არჩევამდე, იურიდიულ საკიხთა კომიტეტმა უნდა მოუსმინოს. ამასთან, თადუმაძესთან შეხვედრის და მისი მოსმენის სურვილი უმცირესობას უმცირესობის ფორმატში აქვს. 

11 ივლისს საპროკურორო საბჭოს 12 წევრმა მთავრი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძეს დაუჭირა მხარი.

კენჭისყრაში მონაწილეობა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს არ მიუღია.

სხდომის დასაწყისში ევროპული საქართველოს კანდიდატმა შალვა შავგულიძემ პროტესტის ნიშნად კანდიდატურა მოხსნა, რადგან მისი განცხადებით, იუსტიციის საბჭომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომ კანდიდატებთან გასაუბრება მედიისთვის ღია ყოფილიყო.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი