გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა
ხუთშაბათი, 12 ივლისი, 2018 - 23:06

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტზე, ნატო-საქართველო-უკრაინის ფორმატის სხდომის ფარგლებში, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, მოკლე შეხვედრა გამართა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება აშშ-სთან.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით ისაუბრა იმ ინიციატივებზე, რომელიც მიმდინარე წლის მარტში, ვაშინგტონში მისი ვიზიტისას დაიწყო, რაც ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაციას გულისხმობს და საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიციატივაშია გამოხატული.

"კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს კონტრიბუცია საერთაშორისო მისიებში და საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

 

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი