ტაიალანდში, იმ გამოქვაბულში, საიდანაც ბავშვები გამოიყვანეს, ატრაქციონს გააკეთებენ
ოთხშაბათი, 11 ივლისი, 2018 - 22:51

ტაილანდის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ გამოქვაბული, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში აღმოჩნდა, ტურისტულ ღირსშესანიშნაობად აქციოს. ამის შესახებ ABC News-ი იუწყება.

„ამ კრიტიკულ სიტუაციაში სხვა დეტალებზე არ მსურს საუბარი, თუმცა ტაილანდელებს გაგვიმართლა, რადგან ქვეყანაში მსოფლიო დონის ღირსშესანიშნაობა გაჩნდა“- განაცხადა ეროვნული პარკების ხელმძღვანელის მოადგილემ.

მისი თქმით, მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნიდან ტაილანდში უამრავი ტურისტი ჩავა, რათა ის ადგილი ნახოს, საიდანაც ბავშვები გამოიყვანეს.

გუშინ, 10 ივლისს, გამოქვაბულში ჩარჩენილი 12 მოზარდისა და მათი მწვრთნელის სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ამჟამად ყველა დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. დღეს ბავშვების პირველი კადრები გავრცელდა.

ტაილანდის გამოქვაბული 23 ივნისის შემდეგ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი მღვიმეში შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს ძლიერი წვიმა მოვიდა, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი ჩაკეტა, რის გამოც ბავშვები გამოქვაბულის სიღრმეში აღმოჩდნენ. 

2 ივნისს მაშველების დახმარებით ცოცხლები იპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი