სერჟ სარგსიანი გადადგა
ორშაბათი, 23 აპრილი, 2018 - 16:26

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საგენტო "რია" ავრცელებს.

"ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო. მე შევცდი", - ამის შესახებ ნათქვამია სარგსიანის განცხადებაში, რომელიც პოსტიდან მის გადადგომას ეხება. 

„შექმნილი სიტუაციიდან არსებობს რამდენიმე გამოსავალი. თუმცა მე არცერთ მათგანს არ ავირჩევ. ეს ჩემი არ არის. ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ქუჩის მოძრაობა ჩემი დანიშვნის წინაამდეგია. მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნას: მშვიდობას და ჰარმონიას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას", - ნათქვამია სერჟ სარგსიანის განცხადებაში.

აქციები ერევანში 13 აპრილს დაიწყო. დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრობას აპროტესტებდნენ. 

სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 17 აპრილს დაამტკიცა.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი