ყოველ სამ მოკლულ ცოლზე საქართველოში მოდის...
სამშაბათი, 17 აპრილი, 2018 - 22:53

ყოველ სამ მოკლულ ცოლზე საქართველოში მოდის:

10 კარის მეზობელი - "კი გვესმოდა შვილო ჩხუბი და წივილ-კივილი ეს ბოლო წლებია, მაგრამ რა ვიცოდით.."
15 უბნის ბირჟავიკი - "არა ეხლა ეგ ოჯახის საქმეა და ჩვენ ვერ ჩავერეოდით.."
20 პატრულის თანამშრომელი - "აღარ ვიზამო გვპირდებოდა, ხელწერილიც დაგვიწერა და ანუ მოკლა მაინც?"
30 ბიჭის ნათესავი - "მშვენიერი ბიჭი იყო და რავიცი, ბავშვობიდან უწესიერესი.. ცოტა ძნელი ხასიათი ჰქონდა, ეტყობა რაღაცა ვერ მოითმინა, ხო იცით კაცის ამბავი.."
30 გოგოს ნათესავი - "კი მოდიოდა ხოლმე დალურჯებული მარა ვეუბნებოდით მა როგორ გინდაო, პრობლემები ყველა ოჯახშია.."
10 ბიჭის ძმაკაცი - "აუ მაგან ეტყობა გაჭედა რაღაცაზე თორე აი მაგრა უყვარდა რაა, იმენა ბავშვობიდან გიჟდებოდა, შვილების დედაა ტო რას ლაპარაკობ.."
10 გოგოს დაქალი - "ვაიმეეე, რას ამბოობთ, ძაან უყვარდათ ერთმანეთი აი ძაან, ნუ ის პროსტა ცოტა ეჭვიანი იყო და რაღაცებს უკრძალავდა ხოლმე.. აი მოკვლას ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი.."
1000 მღვდელი - "მკვლელობა კი ცოდვაა, მაგრამ მაგაზე დიდი ცოდვა იცით რა არის?! ცოლი რომ ქმარს არ უჯერებს შვილო.."
150 პარლამენტარი - "ფემიციდი რა შუაშია?"
200 მედიასაშუალება - "ექსკლუზივი: ნახეთ როგორ ფოტოებს დებდა მოკლული ცოლი ფეისბუქზე და რაზე მოუვიდათ ბოლო კონფლიქტი ცოლ-ქმარს"
2500 ფეისბუქ ფრენდი - "უმიზეზოდ რატო მოკლავდა კი მაგრამ? რაღაცა მოხდა ეტყობა.."
5000 ფეისბუქ ფრენდის ფრენდი - "რას მიყვებოდა ცოლად რომ მიყვებოდა? ეფიქრა წინასწარ"
10,000 ფეისბუქ ფრენდის ფრენდის ფრენდი - "რა ქალზე ძალადობა? ერთი და ორი შემთხვევით ნუ ვიმსჯელებთ რა ძალიან გთხოვთ, ამ ქვეყანაში რა რა და ქალის პატივისცემა ნაღდად არ გვეშლება!"
50,000 ფეისბუქ ექაუნთი - "და კაცებს რო კლავენ მაშინ რატო არ ყვირიხართ?"
200,000 ფეისბუქ ექაუნთი - "მოიქეცით წესიერად და არ მოგკლავენ"

... თუ ყველანი მოვინდომებთ - ყველა რიცხვი შემცირდება.

წყარო

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი