ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა გაბრაზებული გადაწყვეტილება მიიღო
პარასკევი, 01 მაისი, 2015 - 12:03

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გაბრაზებული გადაწყვეტილება მიიღო. 

"პოლიტიკოსებს და განსაკუთრებით, როცა სახელმწიფო სადავეებთან მყოფ პირებზე ვსაუბრობთ, გადაწყვეტილებების მიღების დროს არ უნდა იყვნენ გაბრაზებულები. მომეჩვენა, რომ ეს იყო გაბრაზებული გადაწყვეტილება. საერთოდ, როცა ქვეყნის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით ვიღებთ გადაწყვეტილებას, მგონია, რომ არ შეიძლება იყო გაბრაზებული", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პრეზიდენტმა ახალი მთავრობის პარლამენტში წარდგენაზე ხელმოწერა ერთი კვირით გადადო.

 

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი