"არც ლევან ყიფიანთან და არც ირაკლი ღარიბაშვილთან არანაირი დაპირისპირება არ მაქვს"
ოთხშაბათი, 29 აპრილი, 2015 - 14:15

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, მას არც პრემიერთან და არც სპორტისა და ახალგაზრდობის უკვე ყოფილ მინისტრთან ლევან ყიფიანთან, დაპირისპირება არ აქვს.

„არანაირი დაპირისპირება არ მქონია და არ მაქვს არც ირაკლი ღარიბაშვილთან და არც ლევან ყიფიანთან. მე ძალიან კარგად მესმის, გარკვეულ ჯგუფებს, ჩვენს ოპონენტებს აქვთ სურვილი, რომ გუნდში იყოს დაპირისპირება. რაც შეეხება პრემიერს, ჩვენ უკვე გვყავს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ლევან ყიფიანმა გადადგომის თაობაზე განცხადება დღეს გააკეთა. 

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი