კახა კალაძე პაატა ბურჭულაძის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს
სამშაბათი, 30 აგვისტო, 2016 - 13:42

საქართველოს ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მიმდინარე საარჩევნო პროცესებზე ისუბრა და პაატა ბურჭულაძის განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომელიც სოციალურად დაუცველ პირებს ეხებოდა.

"არ ვიცი ახლა რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო ამ კითხვას, თავს შევიკავებდი, მე ვფიქრობ არასერიოზული განცხადება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს გვყავს 500 ათასი სოციალურად დაუცველი და პაატას პარტია ამას მილიონამდე გაზრდის, არ ვიცი რა მექანიზმებით აპირებს, გამიჭირდება ამაზე საუბარი. პარტია "ქართული ოცნება" გახლავთ ქვეყანაში ერთადერთი რეალური ძალა, ვისაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად განავითაროს და თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის ოჯახში შეიტანოს კეთილდღეობა“ - განაცხადა კახა კალაძემ.  

შეგახსენებთ, "სახელმწიფო ალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელთა რაოდენობის მილიონამდე გაზრდას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი