გამოკითხულთა უმეტესობამ არ იცის, ვინ არის მისი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში
ოთხშაბათი, 13 აპრილი, 2016 - 10:57

”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58%-მა არ იცის, ვინ არის  მისი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. 
კითხვაზე სწორი პასუხი გასცა გამოკითხულთა 31%-მა, არასწორი პასუხი გასცა - 11%-მა.
საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 - მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი