საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე მეტად ნატო უზრუნველყოფს
ორშაბათი, 11 აპრილი, 2016 - 13:26

დღეს NDI-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი ქვეყანა ან ორგანიზაცია უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას, რესპონდენტთა 23 პროცენტმმა ნატო დაასახელა. 

უფრო დაწვრილებით პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა -  ნატო - 23%; ევროკავშირი - 13%; რუსეთი - 13%; აშშ - 10%; ევრაზიული კავშირი - 1%; აზერბაიჯანი - 1%; სომხეთი - 1%; კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ - გასცა 32%-მა.

 NDI-მ ასევე დასვა შეკითხვა თუ რომელი ქვეყანა წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს. პასუხების თანახმად გამოკითხულთა 47% ასეთად რუსეთი მიიჩნია. ისლამური სახელმწიფო”- 8%; აშშ - 7%, თურქეთი - 5%; ნატო - 2%; სომხეთი - 1%, ევროკავშირი - 1%; ევრაზიული კავშირი - 1%; სხვა - 2%; არ ვიცი - 27% და უარი პასუხზე 1%-მა განაცხადა. 

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი